Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ფრანგულმა საუნივერსიტეტო გამოცემამ Le progrès ა.წ. 15 მარტს გამოაქვეყნა სტატია

ფრანგულმა საუნივერსიტეტო გამოცემამ Le progrès ა.წ. 15 მარტს გამოაქვეყნა სტატია სათაურით: „ქართველი სტუდენტები ყვებიან საკუთარი ქვეყნის შესახებ“

 

სტატიაში მოთხრობილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისა და საფრანგეთის ლუმიერ ლიონ 2 უნივერსიტეტის ტურიზმის დეპარტამენტის ორმაგი ხარისხის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის „ტურიზმი“ სტუდენტთა პირველი ნაკადის შესახებ, რომელიც ლიონის ინივერსიტეტს ეწვია.

 

უნივერსიტეტის გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები იმყოფებიან ბრონის საუნივერსიტეტო კამპუსში, სადაც სტაჟირებას გადიან. აღნიშნულია ქართველი ახალგაზრდების უზადო ფრანგული, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს როგორც სწავლის, ასევე ინტერკულტურული ურთიერთობების გაღრმავების კუთხით. ხაზგასმულია ქართველი სტუდენტების ენთუზიაზმი საკუთარი ქვეყნის ისტორიასა და კულტურაზე საუბრის დროს.

 

სტატიიდან ვგებულობთ, რომ პროგრამის ფარგლებში ამოქმედებული თანამშრომლობის საფუძველზე, ა.წ. 25 მარტს, საფრანგეთის კულტურის დედაქალაქად ცნობილ ვილერბანში გაიმართება საჯარო პრეზენტაცია საქრთველოს შესახებ. 18:30 საათზე, ლაზარ-გუჟონის N9-ში მდებარე შრომის სასხლე, საჯარო მოხსენების ფორმატში, უმასპინძლებს მრავალსაუკუნოვანი ქართული ისტორიისა და კულტურის თემაზე შექმნილ პრეზენტაციას, შესანიშნავი ქართული მუსიკისა და პეიზაჟების თანხლებით.

 

სამაგისტრო პროგრამა „ტურიზმი“ პირველი აკრედიტებული პროგრამაა საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობათაშორისი ხელშეკრულებით დაარსებულ ქართულ-ფრანგული უნივერსიტეტის ფარგლებში და კურსდამთავრებულს ანიჭებს ორმაგ ხარისხს. სამაგისტრო პროგრამა ,,ტურიზმი“ მიზნად ისახავს  კულტურულ მემკვიდრეობაზე სპეციალიზირებული ტურიზმის ბიზნესის ღრმა და სისტემური ცოდნის მქონე, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, მულტიკულტურულ გარემოში მაღალი პასუხისმგებლობისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარის მატარებელი კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას.